ვლადიმერ ბოჟაძე – პოლონეთი ტყუილითა და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას – ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას – გადაწყვეტილება ევროკავშირზეა

სამწუხაროდ, პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ასევე სრულიად უსამართლოდ – ტყუილითა და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას – რაც შეეხება ანტიევროპულ განცხადებებს, მე არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობს, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი დღესაც აგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს.
„სამწუხაროდ, პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ასევე სრულიად უსამართლოდ ტყუილით და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებაზეც. ეუთომ ჩატარებული დადებითად შეაფასა. ითქვა, რომ იყო კონკურენტუნარიანი და მთავარი – ვენაში ახლაც მონაწილეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. ეს არის პასუხი სიკორსკის განცხადებაზე. რაც შეეხება ანტიევროპულ განცხადებებს, მე არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტი დღესაც აგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. იგივე ეხება მთავრობას, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს რეფორმებს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას – გადაწყვეტილება არის თავად ევროკავშირზე. პოლონეთმა, რომელიც ახლა, მომავალი 6 თვე, სიმბოლურად იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო, ველოდებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაა, შეიცვალოს. ასევე, ველოდებით, რომ მომავალ თვეებში ეს დამოკიდებულება არამხოლოდ პოლონეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც შეიცვლება”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.
მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ – ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.
“სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა – რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – განაცხადა სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ