ვლადიმერ ბოჟაძე – მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანულის N6 და N6ა კორპუსებთან მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის ს მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„გლდანულა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და ქვეყნის უანგარო სიყვარულით, ამას წინა არჩევნების შედეგიც მოწმობს. გულთბილმა შეხვედრამ გლდანულელებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.