ვლადიმერ ბოჟაძე – მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანულის N6 და N6ა კორპუსებთან მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„გლდანულა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და ქვეყნის უანგარო სიყვარულით, ამას წინა არჩევნების შედეგიც მოწმობს. გულთბილმა შეხვედრამ გლდანულელებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა