ვლადიმერ ბოჟაძე – ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა

ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა – მათ ჰქონდათ სურვილი, რაც მასა შექმნილიყო, თუმცა ვნახეთ, რომ იმ ევროპარლამენტარების მობილიზება მოახერხეს, ვინც ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით გამოირჩევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და აქციებისთვის „სიცოცხლის გახანგრძლივებას“.
„ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტს სულ 10 სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს ძალიან კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც. იცით, რომ გუშინ მოიხსენიეს როგორც ყოფილი პრეზიდენტი და მერე ჩაასწორეს ტექსტში. აქაც საუბარი იყო, რომ დამატებითი მოტივაცია გასჩენოდათ, რომ მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, თითქოს გაყალბდა. ეს ტექსტი ყველამ მოვისმინეთ და რამდენი სიტყვა იყო ამ ვეებერთელა ტექსტში სიმართლე, ჩვენი მოქალაქეები ნახავენ. და მთავარი პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა – მათ ჰქონდათ სურვილი, რაც შეიძლება ბევრი ევროპარლამენტარი დასწრებოდა, რაღაცა მასა შექმნილიყო, თუმცა აქაც ვნახეთ, რომ მოახერხეს იმ ევროპარლამენტარების მობილიზება, ვინც ტრადიციულად გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით, რომელიც არიან არა ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრები, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის. ესეც, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ემსახურებოდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება