ვლადიმერ ბოჟაძე დანიის ელჩზე – საინტერესო იქნება განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს, რატომ აძლევს რადიკალური ოპოზიციის მართვად ტელევიზიებს საშუალებას, მისი მცდარი განცხადებები გამოიყენოს პოლიტიკური დაპირისპირებისთვის?

სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩი ერთ-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, რომ „ ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“ ტყუილის ტირაჟირებაა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის დათქმებიდან ერთ-ერთს, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით.
“სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩი ერთ-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ტყუილი და დეზინფორმაცია ,,ნაციონალური მოძრაობის” სავიზიტო ბარათია, მაგრამ დანიის სამეფოს ელჩისგან ამის ტირაჟირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის 9 დათქმიდან ერთ-ერთს: ,,პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლა”. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ქალბატონი ელჩისგან განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს? რატომ აძლევს რადიკალური ოპოზიციის მართვად ტელევიზიებს საშუალებას, მისი მცდარი განცხადებები გამოიყენოს პოლიტიკური დაპირისპირებისთვის?
დაველოდოთ, დანიის სამეფოს ელჩის განმარტებებს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე