ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

დღეს დილით აფეთქება მოხდა ს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი.
პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.
დილის 10 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა” ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება.
ამავე სააგენტოს ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
დილით, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც. ამ ცნობას „ჭორი” უწოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიალომ და მოსახლეობას მიმართა, „ფეიკებს” ნუ ავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე: არასდროს ბოდიშის მოხდა არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. ახლა შემიძლია მე იმ ადამიანებს მოვუხადო ბოდიში, რომელთა მიმართაც გუშინ მე მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ეს 3 ადვოკატი, რომლებიც დღეს არიან ჩვენთან ერთად

ონისე ცხადაძე მოსამართლეს – ერთი ადგილიც მითხარით, თეორიულად, სად შეიძლება მივიმალო? – მე ვიტყვი: ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, მის უკან ვიქნები მიმალული