ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

დღეს დილით აფეთქება მოხდა ს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი.

პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.

დილის 10 საათისთვის ს სახელმწიფო სააგენტო „ტასმა” ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება.

ამავე სააგენტოს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დილით სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც. ამ ცნობას „ჭორი” უწოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიალომ და მოსახლეობას მიმართა, „ფეიკებს” ნუ ავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია