“ვკვდები როგორც ქალაქი” | ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, აქცია-პერფორმანსი გაიმართა [VIDEO]

“ვკვდები როგორც ქალაქი…” – ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქტივისტებმა და “ქართული ოცნება” სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, 5 წელი გავიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა და ამით ქალაქის კვდომა გამოიწვია.

როგორც აქტივისტები ამბობენ, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.