“ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თანამემამულე ვიქტორ ოსიმენის შესახებ Obionepodcast-ში ისაუბრა.
მიკელის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ოსიმენი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს.
“ნამდვილად ვიცი, რომ შემდეგ სეზონში კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს, ამ გარიგებაში ჩართული პირადად ვიქნები და ტრანსფერის წარმატებით დახურვას ხელს შევუწყობ.
ჩვენ, “ლურჯები” დროგბას შემდეგ შენ მსგავს ფორვარდზე ვვოცნებობთ”, – განაცხადა ობი მიკელმა.
შეგახსენებთ, ნიგერიელი ნახევარმცველი “ჩელსის” ღირსებას 2006/2017 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 249 მატჩი გამართა.