“ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ…” – მამარდაშვილმა დაშვებული შეცდომის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “ვალიადოლიდს” 2:1 სძლია. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ქართველი მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენებურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა სირთულეები უფრო ძლიერს ხდის.
“ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – წერს მამარდაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში