ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს – დიანა ტრაპაიძის პასუხი ბაბუცა პატარაიას

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე გამოეხმაურა ბაია პატარაიას ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტ თამთა სანიკიძისთვის დაბადების დღის მილოცვას მოჰყვა.
“თამთას მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მისი წაყვანილი ინტერვიუებიც მინახავს, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში.
ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.
არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, “ოცნება” თეთრ ცხენზე რომ იჯდა.
თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?
საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების. რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით.”– წერს დიანა ტრაპაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს