“რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრანგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალში” გადაბარგდება.
“დარწმუნებული ვარ, “რეალი” და მბაპე შეთანხმებას მიაღწევენ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
ყველამ ვიცით, რომ კილიანის ოცნება “ბლანკოსის” რიგებში თამაშია. “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს, მას აქვს ტაქტიკა, რომლითაც წლების წინ ფიგუ, ბექჰემი, რონალდო და ზიდანი შეიძინა”, – განაცხადა გუტიმ.
შეგახსენებთ, ფრანგ ფორვარდს “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.