“ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი…“- ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე

“ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში ჯგუფ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა.

მისი თქმით, ვინც ფიქ­რობს, კო­ლე­გე­ბი­დან, რომ ახა­ლი წელი სამ­ძი­მა­რი უნდა იყოს, მისი ნება. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ასე­ვე კმა­ყო­ფი­ლია ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის. მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ზუ­რას დიდი ხნის მე­გო­ბა­რია და არც მის პატ­რი­ო­ტიზ­მში ეპა­რე­ბა ეჭვი და არც გა­ნათ­ლე­ბა­ში

– რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცერ­ტებს ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნამ­დვი­ლად გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი და არა­ერ­თი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად სად და რო­დის, ვერ გე­ტყვით. არი­ან კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და არ იღე­ბენ არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას,მაგ­რამ ასე­ვე არის აქეთ მხა­რეს არა­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას – მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის­თვის ამ დღე­ე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა, რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში ისე რე­გი­ონ­ში.

არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის გან­წყო­ბას და სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის შექ­მნას არ უნდა მი­ვა­კა­როთ. ვინც ფიქ­რობს, რომ უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს და ახა­ლი წელი უნდა იყოს სამ­ძი­მა­რი, მუქ ფე­რებ­ში და ცუდი გან­წყო­ბით, იმან იფიქ­როს, ეს მისი პო­ზი­ცი­აა და ვე­რა­ვის და­უშ­ლი.

მე არ ვფიქ­რობ ასე და არც ჩემი ჯგუ­ფი და კი­დევ უამ­რა­ვი ჩემი კო­ლე­გა, რო­მე­ლიც არ აპ­რო­ტეს­ტებს დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბელ­საც ვე­რა­ფერს ხე­დავს.

– ბოლო დღე­ებ­ში ხში­რად გვეს­მის ფრა­ზა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, სხვა­დას­ხვა მხა­რეს მდგარ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა, ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში რო­გორ უნდა შე­ხე­დო­ნო…

– მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­ბუ­ლინ­გებს, რო­მე­ლიც მათ გვერ­დზე დგას და მათ პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს, მომ­ღე­რა­ლი იქ­ნე­ბა თუ მსა­ხი­ო­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი გვერ­დში მდგო­მი ხალ­ხი შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს, მე მათ­ზე ცუდი არა­ფე­რი მი­კად­რე­ბია რომ ვერ შევ­ხე­დო. წი­თე­ლი ხაზი არ გა­და­მი­ლა­ხავს, ეს მათ უნდა ინერ­ვი­უ­ლოს, ვინც ამას აკე­თებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრე­ზი­დენტს, ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, ფეხ­ბურ­თე­ლი რომ იყო, იქი­დან ვმე­გობ­რობ. შემ­დეგ მწვრთნე­ლი იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში და მას­თან სტუმ­რად ვი­ყა­ვი. მე ვიცი, მას რო­გორ უყ­ვარს სამ­შობ­ლო, ვიცი, მისი გა­ნათ­ლე­ბის დონე, პატ­რი­ო­ტიზ­მი. რო­დე­საც ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში ერთ-ერთ გუნდს წვრთნი­და, ვიცი, რომ ორ ენა­ზე სა­უბ­რობს, გერ­მა­ნუ­ლი მახ­სოვს ზუს­ტად… ვიცი, ასე­ვე მისი ლა­მა­ზი ოჯა­ხი. ძა­ლი­ან დიდი ბუ­ლინ­გი და ქარ-ცე­ცხლი მო­უ­წყვეს მიშა ყა­ვე­ლაშ­ვილს. მე მხარს ვუ­ჭერ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის რაც ევა­ლე­ბა პრე­ზი­დენტს, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ან­და, სამ­წუ­ხა­როდ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ამომ­რჩე­ველ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხმა მი­ვე­ცით და ვერ გა­ა­მარ­თლა იმე­დე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ამ ინ­სტი­ტუ­ტის ნდო­ბას აღად­გენს და ბევრ კარგ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც, რაც შე­უძ­ლია ამ ინ­სტი­ტუტს, შე­ას­რუ­ლებს.

– თქვენ რჩე­ბით მმარ­თვე­ლი გუნ­დის ერ­თგუ­ლი?

– რა თქმა უნდა, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლაა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმ ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის­გან რაც გა­ვი­ა­რე და სა­კუ­თარ თავ­ზე ვიწ­ვნიე. ვიდ­რე არ და­ვი­ნა­ხავ ოპო­ზი­ცი­ა­ში ახალ ხალ­ხს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და არ არი­ან “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე” მიბ­მუ­ლე­ბი ან მათ დაშ­ლილ სა­ტე­ლი­ტებ­ზე, მა­ნამ­დე დავ­რჩე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რად. რა თქმა უნდა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც ვარ. მე პარ­ტი­ის წევ­რი არ ვარ, მაგ­რამ როცა რა­ღაც ხდე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წინა ხაზ­ზე ვარ.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება – ცესკო