ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
ვიცი არ მოგეწონებათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ – ჩვენი აქციები და მარშები – არის მხოლოდ ძალის დემონსტრირება. ეს ჯერ ბრძოლა – არ არის (გარდა მოლთან აქციისა – ეგ იყო კლასიკური “დაუმორჩილებლობის“ აქცია)
ვინმეს რო ჰკითხო – გიპასუხებენ, რო ბრძოლა არის – გაფიცვა და ბოიკოტი. ოღონდ როგორ შეიძლება მე, ერთმა ადამიანმა ან ერთმა ოჯახმა – გამოვხატო ეს გაფიცვა და ბოიკოტი? მარტივი რეცეპტი ასეთია: თქვენ ამ, რუსულ, ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას და შვილების გაზრდას აპირებთ? – მინისტრები რო სანქცირებულები არიან, არჩევნები რო მეტი არ ჩატარდება, ფაქტიურად, და მზიას გირაოთი გაუშვებენ თუ იჯდება – ამას რო მამუკა მდინარაძის “განწყობა“ წყვეტს და არა მოსამართლე? (ანდროსაც ხო იგივე შეუთვალა?) ხოდა – თუ აქ ცხოვრებას, სიცოცხლეს – არ აპირებთ – მაქედან უნდა ამოხვიდეთ. რას ელოდებით? – სანამ თქვენ იქცევით “ნახევრად ისე – ვითომ არაფერი ხდება“ – მითუმეტეს არ შეწუხდებიან კომფორმისტები და სხვები. გაიაზრეთ ეს და “დაკეცეთ“ თქვენი ცხოვრება და შეინახეთ ჩემოდანში. არაფერი ეკონომიკური საბოტაჟი ეს არაა. ეს არი “მე ასე სიცოცხლეს არ ვაპირებ“, შესაბამისად აღარც ბინა მინდა ახალი, აღარც მანქანა, არც შაურმა, არც ჩიზბურგერი. ფულს – ვაგროვებ და არ ვხარჯავ, იმ ვალუტაში – სადაც ვფიქრობ აწი ცხოვრების გაგრძელებას. ეს არის ბოიკოტი. და ის რო იძახის ხოლმე, 800 კაცია სულო. მართლა? ვნახოთ აბა! საქართველოში, რეალურად, ნებისმიერი ბიზნესი წკიპზე მუშაობს და მომხმარებლების მოკლებას ძალიან გრძნობს. და თან ამას დომინოს ეფექტი აქვს. ამიტომ არის აუცილებელი, რო მთავრობა – საშუალო ფენას უსმენდეს, ფეხზე არ იკიდებდეს და ყველანაირად ზრუნავდეს მათზე, რომ ეს ხალხი ქვეყნიდან კი არ გარბოდეს, არამედ ბრუნდებოდეს, ფულს აქ ხარჯავდეს და ეკონომიკის “ჩარხს“ ატრიალებდეს. არ გინდათ? კაი ბატონო! ვნახოთ, ვისი აჯობებს!
შეგახსენებთ: ბრძოლა არის გაფიცვა, ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა. დანარჩენი – მზადება და ძალის დემონსტრირებაა.
