ვიცით, რას ნიშნავს მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე უკრაინისთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოფნა – ფინეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

ფინეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ანდერს ადლერკრეუცი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გაფართოება. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ესმით, თუ რას ნიშნავს მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოფნა:
“უკრაინის ომი უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო, რომ შეგვეფასებინა სიტუაციის სიმძიმე, საფრთხე, რომელსაც ომი ქმნის ევროკავშირისთვის. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოფნა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე უკრაინისთვის. რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყნებზე, გააგრძელებს არასტაბილურობის შექმნას როგორც ამ ტერიტორიებზე, ასევე დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ასევე ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გაფართოება მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს ფინეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ანდერს ადლერკრეუცი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს