ვიცით, ახლა რეჟიმი რატომ იღებს „ფარას“, რადგან იმ კანონმა, რომელიც მიღებული აქვთ, არ იმუშავა – პაატა მანჯგალაძე

გაგახსენებთ, ორი არჩევანი გვაქვს, ე.წ. რუსული კანონი და „ფარაო“, მაგრამ „ფარა“ ისეთი საშინელებაა, ამას ვერ მივიღებთო, შეგვიძლია, ამოვიღოთ და ვნახოთ, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. იცით, „ფარა“ თავის დროზე რატომაც იყო მიღებული, ახლა რეჟიმი რატომ იღებს ამას, ესეც ვიცით, რადგან იმ კანონმა არ იმუშავა, რომელიც მიღებული აქვთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, კანონს, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო, საერთოდ არ უმუშავია.
„ახლა სისულელეებს ლაპარაკობენ, ამერიკაში იმიტომ შეაჩერეს „ფარას“ გარკვეული მუხლის აღსრულება, რომ ჩვენ დავაინიცირეთო. ევროკავშირმა საერთოდ გადაიფიქრა „ფარას“ მიღება, რადგან საქართველოში ანალოგის მიღება გვინდაო. ე.წ. რუსულმა კანონმა არ იმუშავა, საერთოდ არავინ რეგისტრაცია არ გაიარა, ნამდვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.