რუსეთის ციხეებიდან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხუთშაბათს ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში.
ჰარისმა შეაქო გამბედაობა ნავალნაიასი, რომელიც აგრძელებს “თავისი ქმრის საქმიანობას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის რუსეთში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge – ზე