ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იულია ნავალნაიას ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის ციხეებიდან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ -ის ვიცე-პრეზიდენტი ხუთშაბათს ს ქვრივს, იულია ნავალნაიას, ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში.
ჰარისმა შეაქო გამბედაობა ნავალნაიასი, რომელიც აგრძელებს “თავისი ქმრის საქმიანობას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის რუსეთში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ცნობით, უფრო ადრე იულია ნავალნიამ ს ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას “დიდი ბედნიერება” უწოდა. “ყველა გათავისუფლებული პოლიტპატიმარი დიდი გამარჯვება და სიხარულია. არავინ არ უნდა იყოს პუტინის მძევალი, ნაწამები და მოკლული პუტინის ციხეში”, – წერს ნავალნაია სოციალურ ქსელ X-ში.
1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე.
თეთრი სახლის მრჩეველმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ პატიმართა გაცვლაში მონაწილეობა უნდა მიეღო ასევე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა. პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა გამოთქვეს ვერსია, რომ ნავალნი კრემლის ბრძანებით მოკლეს, რათა დასავლეთისთვის არ გაეცვალათ.
კამალა ჰარისი იულია ნავალნაიას 2024 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა, რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობიდან რამდენიმე საათში.
· რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ 2024 წლის 19 თებერვალს ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც პირობას დებს, რომ გააგრძელებს ქმრის დაწყებულ საქმეს და მალე ალექსეი ნავალნის მკვლელობის მიზეზებსაც იტყვის.16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერაციულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ს კოლონიაში გარდაიცვალა.
· ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ცნობების გავრცელებიდან სულ რამდენიმე წუთში, პროპაგანდისტულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ის თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა.
· 17 თებერვალს, დილით, კოლონია „პოლარულ მგელში“ ჩასულ ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სეირნობის მერე მოულოდნელად გული გაუჩერდა და სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
·

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”