ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მომავალი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წყაროებზე დაყრნდობით წერს.
მედიის ცნობით, კამალა ჰარისის კანდიდატები ვიცე-პრეზიდენტობისთვის პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი არიან.
სავარაუდოა, რომ ჰარისი თავისი არჩევანის შესახებ სამშაბათს ფილადელფიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დაგეგმილ პირველ საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შაპიროსა და უოლცის გარდა, სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ სენატორი მარკ კელი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი.
პირველი არხი