ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე უკრაინიდან თბილისში ჩამოასვენეს

აეროპორტში მის ცხედარს არაერთი ადამიანი დახვდა, – უბრალო მოქალაქეები, ყოფილი თანამებრძოლები, ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.
„დიდება გმირებს“ – დაიწყეს მათ სკანდირება მას შემდეგ, რაც 55 წლის ასაკში გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი აეროპორტიდან გამოასვენეს.
იგი უკვე გადაასვენეს თემქაზე, სადაც ოჯახი პანაშვიდების მიღებას განაგრძნობს.
ვანო ნადირაძეს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპული სხვა არაერთი მებრძოლის ჩამოსვენების შემთხვევისგან განსხვავებით, ვანო ნადირაძეს აეროპორტში არ დახვედრია საპატიო ყარაული. თავდაცვის სამინისტროს ჯერ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვანო ნადირაძის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა 22 ივნისს ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჰყვებოდა, რომ ვანოსგან დაახლოებით 19 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როცა ვანო ნადირაძემ მას თავისი ადგილმდებარეობის მონაცემები გაუზიარა და შველა ითხოვა.
პირველადი ცნობებით, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ოჯახი ოფიციალური დასკვნის მოლოდინშია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა