პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე.
პრემიერ-მინისტრის თელავში ჩასვლამდე, კალანდაძე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად იდგა, ღარიბაშვილის ჩასვლის შემდეგ კი, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად იმ დარბაზში შევიდა, სადაც შეხვედრა გაიმართა.
„პარტიული შეხვედრაა და ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს“ – ასე უპასუხა კალანდაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა პოლიციის მაღალჩინოსანი პარტიულ შეხვედრაზე. თეიმურაზ კალანდაძეს, უნიფორმის ნაცვლად, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2 ივნისს კახეთის ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიის მხარდამჭერებს თელავში შეხვდა.