„აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, – წერს ის ფეისბუკზე.
„მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად“, – აცხადებს იგი.
„უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით“, – წერს ჩხვიმიანი ფეისბუკზე.
ლაშა ჩხვიმიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2017-22 წლებში ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში ის ერთადერთი კანდიდატი იყო. მაშინდელმა მინისტრა თეა წულუკიანმა, – რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები რეპრესიებში სდებდნენ ბრალს, – კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.
საქართველოში 63 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ადამიანი დააკავეს.
ამასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ.
მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
ბოლოს დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის მიჯნაზე დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
· მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
· ვეფხია კასრაძე
· ვალერი კაძელაშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი
· თორნიკე გოშაძე
· ირაკლი მიმინოშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
· გიორგი გორგაძე
· ინსაფ ალიევი
· ანდრო ჭიჭინაძე
· ონისე ცხადაძე
· გურამ მირცხულავა
· ლუკა ჯაბუა
· ჯანო არჩაია
· რუსლან სივაკოვი
· რევაზ კიკნაძე
· გიორგი ტერაშვილი
· ვალერი თეთრაშვილი
· სერგეი კუხარჩუკი
· ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
· ანზორ (ანრი) კვარაცხელია
· გიორგი მინდაძე
· დავით ლომიძე
· თემურ ზასოხაშვილი
· საბა ჯიქია
· საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
· გურამ ხუტაშვილი
· დანიელ მუმლაძე
· არჩილ მუსელიანცი
· ლაშა ჩხაიძე
· მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
· დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
· გიორგი ახობაძე
· ნიკოლოზ კაცია
· ანტონ ჩეჩინი
· თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
· მამუკა ჯორბენაძე
· გურამ მიქელაძე
· დავით გვიანიძე
· გიორგი დავითაძე
· ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
· ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
· მათე დევიძე
· ანატოლი გიგაური
ფორუმი
