ვიშეგრადის სარკინიგზო ხიდი პრაღაში ძველი ქალაქიდან მოდრანის გარეუბანში გადავა, რითაც ქალაქის მმართველობა მისი ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ცდილობს.
ვიშეგრადის სარკინიგზო ხიდი შეტანილია ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული კულტურული ძეგლების სიაში. ის პრაღის ცენტრში 1872 წელს აშენდა, ხოლო თანამედროვე სახე შეიძინა მე-20 საუკუნის დასაწყისში, გახდა ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვანი სიმბოლო. თუმცა, დროთა განმავლობაში, მისი დიზაინი გაიცვითა და ახლა მასში მხოლოდ ერთ მატარებლს შეუძლია გავლა საათში არაუმეტეს 20 კილომეტრის სიჩქარით.
თავდაპირველად, ქალაქის მმართველობა ფიქრობდა ხიდის ახალი დიზაინის შექმნას, თუმცა ეს მის ისტორიულ იერსახეს შეცვლიდა, ამიტომ, მერიამ გადაწყვიტა, რომ ის ჩვეულ ფორმაში შეენარჩუნებინა, თუმცა ახალ ადგილას.
ახალ ლოკაციაზე გადატანილი ისტორიული ხიდი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის და ველოსიპედისტებისთვის.
პარალელურად, იგეგმება ვიშეგრადის სარკინიგზო ხიდის ისტორიულ ადგილზე უფრო თანამედროვე სტრუქტურის აშენება. მშენებლობის დაწყებას 2027 – 2029 წლებში აპირებენ.