„ვიყავი ბულინგის მსხვერპლი.. ვინც ცუდ კომენტარებს მიწერდა, მათი მიზანიც ეს იყო, რომ ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტო” – რას იხსენებს ნინი ქარსელაძე – Marao

ნინი ქარსელაძე მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც პირველად ფრანგული სიმღერა „la belle dame sans regrets“ ჩაწერა.2003-ში ნინიმ სიმღერა „ჩემი ქალაქი“ ჩაწერა, რომელზედაც კლიპიც გადაიღო. სიმღერა გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი.
მომღერალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზეც არაერთხელ უსაუბრია.
ბიძა ბავშვობიდან მათამამებდა. პირველი შვილი ვარ, თან გოგო, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. შესაბამისად, ხათუნა იყო ძალიან მკაცრი. მერაბი მისრულებდა ყველაფერს და დღესაც ასეა. ყველამ რომ უთხრას, რომ ეს შავია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთრია, მორჩა, ამბობს, რომ ნინიმ ასე თქვა.
ხათუნა საშინლად მკაცრი იყო. ყველას ეშინოდა, მარტო მე არა. ჩემს მეგობრებსაც ხათუნასი ეშინოდათ. ანასტასიასთან სხვანაირადაა. ახლა მე ვარ მკაცრი ანასტასიასთან და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რაც ხათუნას ჩემზე ჰქონდა აღებული“, – ამბობდა ნინი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინი ქარსელაძემ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ.
მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს – როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, – თქვა ნინიმ.
ამჯერად მან „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღე“ მის მიმართ განხორციელებული ბულინგის შესახებ ისაუბრა:
„რაღაც პერიოდი ვიყავი ბულინგის მსხვერპლი.. ამაზე თავად დიდად არ მინერვიულია.
ერთ-ერთ გადაცემაზე რამდენიმე კომენტარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მორჩა, ეს მე არ უნდა წავიკითხო.
სხვათა შორის, წლების წინ სწორედ ამის გამო გავაუქმე სოციალური ქსელი.. დღესაც არ მაქვს და უბედნიერესი ვარ.
გარე სამყაროს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ვარ“ – აღნიშნა ნინიმ.