ვიღებთ უამრავ სატელეფონო ზარს, რადგან კომპანიები ცდილობენ გაიგონ რა ხდება და სად მივდივართ – EBA-ს ვიცე-პრეზიდენტი

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოს (EBA) ვიცე-პრეზიდენტი, ირინა საკი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარება კომპანიების საინვესტიციო გეგმების გადახედვას გამოიწვევს. ამის შესახებ მან 9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.