ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა

ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “მიზანი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა”.
მისივე თქმით, “ამ შეცვლის ავტორები უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან”.
ნიკოლეიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება.
“ვიღაც, რომ დიდი, უფრო სწორად უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა. ამ შეცვლის ავტორები კი უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან, რომლებმაც მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს. რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდი ფულისა, „დამკრიშველების“ თუ აქაური აგენტურის მეშვეობით არეულობა თავის გაგრძელებებით შესაძლებელი იქნება. გ ეს სცენარი, შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების წყალობით ჩავარდა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება. მანამდე კი გამოძიება კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს არეულობის მოსურნეები თუ ორგანიზატორებიც, ადგილობრივიც და უცხოელიც აუცილებლად გამომჟღავნდებიან.”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში