“ვიღაც მხეცები მეძგერნენ და ცემა–ტყეპით წამათრიეს” – ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროცესზე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს:
ოპოზიციის ღონისძიებაზე ვიყავი მისული, წინასწარგამოცხადებულზე. ვიცოდი, რომ ჩვენს დარბევას აპირებდნენ. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ დამიჭერდნენ, ტელეფონი და საფულე დავუტოვე ახლობელს. ვიღაც მხეცები მეძგერნენ და ცემა–ტყეპით წამათრიეს, სად და როდის დამიბარეს და არ მივედი? როცა დამიბარეს არასოდეს წინააღდეგობა არ გამიწევია, ეს იყო მხეცობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა