“ვიღაც მხეცები მეძგერნენ და ცემა–ტყეპით წამათრიეს” – ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროცესზე ამბობს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს:
ოპოზიციის ღონისძიებაზე ვიყავი მისული, წინასწარგამოცხადებულზე. ვიცოდი, რომ ჩვენს დარბევას აპირებდნენ. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ დამიჭერდნენ, ტელეფონი და საფულე დავუტოვე ახლობელს. ვიღაც მხეცები მეძგერნენ და ცემა–ტყეპით წამათრიეს, სად და როდის დამიბარეს და არ მივედი? როცა დამიბარეს არასოდეს წინააღდეგობა არ გამიწევია, ეს იყო მხეცობა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ