„ვიღაცა რაღაც სისულელეს დაწერს და აიტაცებენ ხოლმე“ – რომან გოცირიძე

„ერთი კვირა ანტისაბანკო და ანტისამევახშეო სიუჟეტების კვირეული იქნება, სანამ სხვა თემა არ გადაფარავს. უკვე კომენტარებს მთხოვენ, თუ როგორ ფორმირდება საქართველოში ბანკის პროცენტი. რა თქმა უნდა, ელიან პასუხს, რომ ძალიან მაღალია და ეს ბანკირ-მევახშეების ბრალია.
ვიღაცა რაღაც სისულელეს დაწერს და აიტაცებენ ხოლმე. გუშინ ერთი ყოვლისმცოდნე პირი ეროვნულ ბანკს მოუწოდება, მკვეთრად შეამცირე რეფინანსირების პროცენტიო, ანუ იაფად მიეცი სესხი კომერციულ ბანკებს, ბანკები თავის მხრივ იაფად მისცემენ სესხს კლიენტებს, ამით ბიზნესიც აშენდება და ქვეყანაცო.
რატომ არის სესხი ევროპაში იაფი და საქართველოში ძვირიო, მოთქვამენ ტელეთერებიდან. იმიტომ არის, რომ ის ევროპაა და ეს საქართველო. განსხვავება რაში მდგომარეობს თუ ვერ ხვდები, მაშინ სჯობია სესხებზე არ ილაპარაკო, უამრავი სხვა თემა არსებობს, მაგალითად, ფეხბურთი, კლიმატი(ლოკალური და გლობალური), ან ფილოსოფიური-ბედის უკუღმართობაზე ან რელიგიური-ბედისწერაზე.
ქვეყანა ერთბაშად მემარცხენე-მარქსისტულ ტალღაზე რომ შეჯდა, ეს უკვე საკრედიტო სფეროს სცილდება.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით