ვიქტორ ყიფიანი – ჩვენ სამი სხვადასხვა კომუნიკაცია ვიხილეთ: პირველი იყო მარკო რუბიოს ნეგატიური წერილი, შემდეგი იყო დონალდ ტრამპის მოსალოცი ტექსტი, მაგრამ დღეს, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ სიცხადე შეიტანა ვითარებაში

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის მოსაზრებით, ბოლო რამდენიმე თვეში მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შესაძლოა, ემსახურებოდეს ფონის გაკეთილშობილებას, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახალი შესაძლებლობები გაიხსნას.
როგორც ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” აღნიშნა, ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობიდან წასვლა შეიძლება უკავშირდებოდეს მის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მისივე თქმით, კომუნიკაცია სანქცირებულ პირებთან კანონით შეუძლებელია, რაც კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მისი წასვლისა.
არის სიტუაციური მიდგომების მომხრე, როდესაც კონკრეტული პიროვნება მისი შეფასებით თავის ფუნქციას ამოწურავს, შეიძლება ივანიშვილმა ამ პიროვნების ჩანაცვლება გააკეთოს. ნორმალურ პირობებში ეს შეიძლება ნორმალური იყოს.
შეიძლება ეს ემსახურებოდეს ფონის გაკეთილშობილებას, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი შესაძლებლობები გაიხსნას. ამასთან, შესაძლოა, გომელაურის პირადი განცხადებით წასვლა უკავშირდება იმას, რომ ადამიანი, რომელიც სანქცირებული იყო, ვისთანაც საუბარი კანონით ენით შეუძლებელია, ამიტომ ალბათ ასეთი ფიგურების ჩანაცვლება ნელ-ნელა მოხდება შედარებით უფრო კეთილხმოვანი ფიგურებით“,- განაცხადა ყიფიანმა.
წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას, ყიფიანი პასუხობს: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შეიძლება ჰქონდეს თავისი განსაზღვრება და განმარტება იმისა თუ რას ნიშნავს „სუფთა ფურცელი“, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი განმარტება თუ რა არის „სუფთა ფურცელი“ და ეს განმარტებები შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს“.
„ქართული ოცნების“ მხრიდან რეალურად „სუფთა ფურცელზე“ რომ ვსაუბრობდეთ, მარტო საკადრო ცვლილებებით კი არ შემოვიფარგლებოდით, არამედ უფრო ძირეული ცვლილებებითა და გადაწყვეტილებით, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ“,- განაცხადა ყიფიანმა.
ყიფიანი შეეხო -ის საელჩოს ბოლო განცხადებასაც, რომელმაც, მისი თქმით, გარკვეულწილად განმარტა ბუნდოვანება, რომელიც ტრამპის მოსალოცმა წერილმა წარმოშვა.
„ჩვენ სამი სხვადასხვა კომუნიკაცია ვიხილეთ: პირველი იყო მარკო რუბიოს ნეგატიური წერილი, შემდეგი იყო ს მოსალოცი ტექსტი, მაგრამ დღეს აშშ-ს საელჩოს განცხადებამ სიცხადე შეიტანა ვითარებაში და ის ბუნდოვანება, რომელიც ტრამპის წერილმა წარმოშვა, მგონი აქ ყველა კითხვა გაცხადდა. როდესაც ამ მისალოც ბარათზე გარკვეული კონსტრუქციები იყო აგებული მოლოდინების კუთხით, გამახსენდა ანალოგიური საახალწლო მისალოცი წერილი ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან კობახიძის მისამართით. ნატო-ს გენერალური მდივნის გამოგზავნილმა წერილმა პერსპექტივები გახსნა ან ნატო-ს დღის წესრიგში საქართველო უფრო მოიცვა? – არა, ასეთი რამ არ მომხდარა.
ასევე, შეგახსენებთ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას. საელჩოს განცხადებაში ასევე იყო ნახსენები, რომ საელჩომ დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ამ ურთიერთობების გადატვირთვას. თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვინმეს ჰგონია, რომ შს მინისტრის ან სუს-ის უფროსის ჩანაცვლება შეიძლება აღმოჩნდეს საკადრისი და საკმარისი წინაპირობა, რომ კომუნიკაცია გაიხსნას, ამერიკული მხარე ამას ასეთად არ მიიჩნევს“,- განაცხადა ყიფიანმა.
გარდა ამისა, ყიფიანმა საპროტესტო მოძრაობაზე, კერძოდ 26 მაისს გამართულ საპროტესტო ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დღემ აჩვენა სერიოზული ნაპრალი ნდობის კუთხით, რაც ოპოზიციასა და საპროტესტო განწყობებს შორის არსებობს.
„26 მაისის ღონისძიება არ მიმაჩნია წარმატებულ დემონსტრირებად იმ პროტესტისა, რომელიც საზოგადოებაში არის. 26-მა მაისმა აჩვენა სერიოზული ნაპრალი ნდობის კუთხით, საჯარო ლეგიტიმაციის კუთხით, რაც ოპოზიციასა და საპროტესტო განწყობებს შორის არსებობს. ოპოზიციის არსებობა არ ნიშნავს რეალური ქმედითი ალტერნატივის არსებობას. მივესალმები ს გამოსვლაში ამ სიტყვის – „ალტერნატივის“ აქცენტირებულად გამოტანას. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებულ ოპოზიციურ სპექტრს ძალუძს შეავსონ სიტყვა ალტერნატივა კონკრეტული შინაარსით.
ეს მოწოდება – პოლიტიკაში რეალური ალტერნატივის შემოსვლისა, გარკვეულ გაგრძელებას პოვებს, ეს არის ყველაზე არსებითი საკითხი. ჩემი აზრით, ამ ალტერნატივის ფორმირება შეიძლება მოხდეს არსებული ოპოზიციური სპექტრის მიღმა და არა არსებული ოპოზიციური სპექტრის წიაღში“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.