„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი:
“ზედმეტი” ქართველი – არ არსებობს!
ცნობისათვის, ზაზა შათირიშვილმა „რადიო სივრცის“ ეთერში განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი, თუმცა ჯენზი გაუნათლებელია:
„ასე რომ, სწორია, ჯენზი რომ დადებილებულია. შენ რომ იქ (ილიაუნში) შვილს შეიყვან, დადებილდება, აბა რა? რაღაცა ნაწილი ხომ უნდა იყოს დებილი. სტატისტიკურად შეგიძლია შეამოწმო — 73 000 სტუდენტია და მათგან [აქციებზე] დადიოდა 3 000-ზე მეტი ადამიანი პიკის დროს. არაფერი ეგ არ არის რა. ასე რომ, მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ახალგაზრდობის მიმართ. საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროს-უმცროსის პატივისცემას, ბევრ რაღაცას, მაგრამ არის აი, ეს ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი და ის უნდა წავიდეს აქედან ემიგრაციაში. როგორც ბასკონიიდან კომუნისტები წავიდნენ საბჭოთა კავშირში, როცა ფრანკომ დაიცვა ზუსტად ასე, როგორც დღეს ჩვენ ვიცავთ, რელიგია, იმიტომ რომ საშინელება ხდებოდა… და ძალიან სწორი გააკეთა, იმიტომ რომ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო, როდესაც სამი წლის განმავლობაში ათასობით მორწმუნე მოკლეს, ეპისკოპოსები დახოცეს, ეკლესიები გაანადგურეს. სხვათა შორის, ბევრად უფრო მძიმე მომენტი იყო, ვიდრე ბოლშევიკური დევნა“, — განაცხადა შათირიშვილმა „რადიო სივრცის“ ეთერში.