,,სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში, შპს ,,ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს” – წერს ,,ფლანგვის დეტექტორი”:
,, 2020 წელს პარლამენტარმა სპორტსმენმა ვიქტორ სანიკიძემ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა.
დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პირველი ვადით პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო.
კომპანიას 50 წლით გადასცეს 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა.
შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.“