ვიქტორ ოსიმენი: ამ პრიზს “კვარას” ვუნაწილებ

იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აღიარა. დაჯილდოებაზე ნიგერიელმა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მის თანაგუნდელ საც ეკუთვნის.
“ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჯილდო ჩემთვის არ მინდა. გუნდური მოთამაშე ვარ და ამ პრიზს “კვარას” ვუნაწილებ; ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც გასული წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ეს ჯილდო სპალეტის, დე ლაურენტისს და ყველა გულშემატკივარს ეკუთვნის, ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო მთელ ნეაპოლს წარმოადგენს. ვამაყობ, რომ პრიზი მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ციტირებს ოსიმენს tuttonapoli.