ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ახლახან ვესაუბრე. მომავალი სამშაბათისთვის წარმატებები ვუსურვე. მხოლოდ ხუთი დღე დარჩა. იმედი უნდა ვიქონიოთ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო – ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები