– ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, საათობით ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.
ორბანმა უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი არსებობს, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინა.
„ისინი 26 არიან და მე მარტო ვარ. მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით ს ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს.
თუ ჩვენ არ გვსურს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი, მაშინ უნგრეთის პარლამენტს შეუძლია ამას მხარი არ დაუჭიროს და სანამ ეს საკითხი პარლამენტებამდე მივა, წინ ძალიან, ძალიან გრძელი პროცესია და როგორც მათ და ასევე მე გამოვთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. მათ განაცხადეს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე იქნება, რაც უნგრეთის ინტერესებს დააზიანებს, მე ამას შევწყვეტ“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო “ცუდ გადაწყვეტილებაში” და ამიტომ დატოვა დარბაზი, სანამ ლიდერები გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
„მოგვიანებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია