ვიქტორ ორბანი – შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო

შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ამას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ომს შეჩვეულები ვართ. უკანასკნელი დიდი ომი ევროპაში 1945 წელს დასრულდა და ამის შემდეგ 80 წელი გავიდა. ეს ევროპისთვის იშვიათი მდგომარეობაა. დიდი ხნის განმავლობაში კონტინენტზე ხალხი ომს ბირთვულმა იარაღმა დააშორა. ყველა ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ევროპული კონფლიქტი ბირთვულ მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა. ამ შიშმა 80 წლის განმავლობაში იარსება, მაგრამ ახლა ახალი სამყარო იქმნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს“.
„ევროპაში არსებული სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაკნინების შედეგია. ჩვენ ომს ვუახლოვდებით. გასულ კვირას, ჩვენ ბრიუსელში ომისკენ სვლის ტემპის შენელება შევძელით. იქ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ამ პროცესის აჩქარება სურდათ, მაგრამ მათი დაბლოკვა მოვახერხეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ბანაკი არსებობს: „ომის პარტია“ და „მშვიდობის პარტია“. ამ მომენტისთვის ომის მომხრე ძალები უპირატესობას ფლობენ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს