ვიქტორ ორბანი ყველასთვის მოულოდნელად ჩინეთს ესტუმრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ირაბნი სა და მოსკოვის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა.
როგორც ორბანმა ფეისბუკზე დაწერა, ში ომის დასრულება, სა და უკრაინის გარდა, დამოკიდებულია სამ უდიდეს ძალაზე: -ზე, ევროკავშირსა და ჩინეთზე.
როგორც სააგენტო AP ჩინურ სახელმწიფო ტელეარხ CCTV-ზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ორბანთან შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინასა და რუსეთს პირდაპირი დიალოგის დაწყებაში.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიისვე ცნობით, ორბანმა ჩინეთი შეაქო „კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი“ ინიციატივებისთვის მშვიდობის მისაღწევად და ასევე, ჩინეთს უწოდა „გლობალური ტურბულენტობაში სტაბილურობის შემომტანი ძალა“.
პირველ ივლისს უნგრეთი, როტაციის წესით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს და როგორც თავად აცხადებს, ის სწორედ ამ მიზნით ეწვია ჯერ უკრაინას, შემდეგ კი რუსეთსა და ჩინეთს.
ვიქტორ ორბანს, რომელსაც ევროკავშირში პუტინის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ, აღნიშნულ მოლაპარაკებებში არ აქვს ევროკავშირის ლიდერების, იმ ძალების მხარდაჭერა, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას.
მაგალითად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შალრ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა უნგრეთს არ აძლევს მანდატს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ევროკავშირის სახელით ჩაერთოს.
„ევროპული საბჭოს პოზიცია მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი- უკრაინა. უკრაინის გარეშე დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება“ ,— განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დაშოშმინება პუტინს არ შეაჩერებს.
„მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება