ვიქტორ ორბანი ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანი ტრამპს ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტის შემდგომ ეწვია. ბოლო კვირების მანძილზე ვიქტორ ორბანი ასევე იმყოფებოდა რუსეთსა და ჩინეთში, სადაც ვლადიმირ პუტინს და სი ძინფინგს შეხვდა.
ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან ერთად ფლორიდაში გადაღებული ფოტო საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა – “ჩვენ ვიმსჯელეთ მშვიდობის შენების გზებზე. დღის კარგი ამბავი: ის ამას მიაღწევს!”
უნგრეთის პრემიერმინისტრი ბოლო თვეების მანძილზე ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას ს მიმართ შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებში. დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ბოლოს ერთმანეთს 2024 წლის მარტში შეხვდნენ.
უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა ექვსი თვის მანძილზე. ამის გამო, ვიქტორ ორბანი რუსეთსა და ჩინეთში ვიზიტამდე კიევსაც სტუმრობდა. ჩინეთში ვიზიტისას ორბანმა ჩინეთი დამაბალანსებენ და სტაბილიზატორ ძალად შეაფასა და შეაქო ჩინეთის “კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები”.
რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გამოხატა შეშფოთება, რომ ორბანის და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმუშავებდა.