ვიქტორ ორბანი – უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია – უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
„აქ, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ნათელია: მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის.
მეორე მხრივ, 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 [ქვეყანა] ასე იზამს, თავისი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს და ამის გამო უნგრეთს დღევანდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია,“ – განაცხადა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები