ვიქტორ ორბანი – უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ

უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან შეხვედრის შემდეგ წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან გამართული მოლაპარაკებები სასიამოვნო იყო.
„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“, – წერს ვიქტორ ორბანი.