ვიქტორ ორბანი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები გავგზავნოთ, ჩვენ ეს არ გვსურს – რაც შეეხება შვედეთს, ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთს იქ თავისი ჯარების გაგზავნას ავალდებულებს, რაც ჩვენ არ გვსურს , – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები მეორე დილითვე გავგზავნოთ. ჩვენ ეს არ გვსურს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანმა აღნიშნა, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ალიანსი, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, უნგრეთის ინტერესებში არ შედის.
ორბანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის პარლამენტის გადასაწყვეტია.
„არ არსებობს უნგრეთ-თურქეთის შეთანხმება. ამას მხოლოდ უნგრეთის პარლამენტი გადაწყვეტს, როცა კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამის დრო დადგა. მათ არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა