ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დიდ ზიანს მოგვიტანს – საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან

ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს სთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რადგან მის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და იქ რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა HIRTV-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება) დიდ ზიანს მოგვიტანს. მზად არ ვართ. არ ვიცით ამჟამინდელი რიცხვითი მაჩვენებლები. საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. მათაც მივიღებთ? რა ტერიტორიაზეა საუბარი, მოსახლეობის რა რაოდენობაზე“, – აღნიშნა ორბანმა.
მისივე თქმით, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერები ვერ დაარწმუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა