ვიქტორ ორბანი: “უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა”

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა:
„უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ამიტომ, უკრაინის დაცემა არა მხოლოდ უნგრეთის ინტერესებში არ შედის, არამედ ჩვენ ასევე უნდა მივაღწიოთ შესანიშნავ შეთანხმებას, რათა ეს არ მოხდეს“.
ვიდეო ჩანაწერში ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნგრეთისთვის, რომელიც უკრაინას ელექტროენერგიითა და გაზით ამარაგებს.
„ამასობაში, ომი ყოველდღიურად ასუსტებს უკრაინას. მშვიდობა ერთადერთია, რაც მას გააძლიერებს. ყველამ, ვინც ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინას, უნდა ისწრაფოდეს მშვიდობისკენ და ისწრაფოდეს ახლავე“, – ამბობს ორბანი X-ში გავრცელებულ ვიდეოში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის 44%-ს და ბუნებრივი აირის 58%-ს უნგრეთიდან იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს