ვიქტორ ორბანი – უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება

უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.
„უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება. თუ ევროკავშირის წესები სერიოზულად არ იქნება გათვალისწინებული, ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევმა მოლაპარაკებების დაწყების პირობები არ შეასრულა და 2015 წლიდან ში მცხოვრებ უნგრელებს იმ უფლებებს ართმევს, რომლითაც ისინი ადრე სარგებლობდნენ.
„დააბრუნეთ ეს უფლებები. ჩვენ არ ვითხოვთ ახალ კანონს. ჩვენ უკრაინას ვთხოვთ, რომ ძველი კანონი აღადგინოს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი