ვიქტორ ორბანი უკრაინისადმი ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უკრაინისადმი მთლიანი პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. ამის შესახებ იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომელსაც გამოცემა Politico გაეცნო.
ორბანი წერილში აღნიშნავს, რომ არანაირი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის დაფინანსებასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან ან ს წინააღმდეგ შემდგომ სანქციებთან დაკავშირებით მანამ, სანამ “სტრატეგიული დისკუსია” არ შედგება დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან.
“ევროპულმა საბჭომ უკრაინის მიმართ ჩვენი მიმდინარე პოლიტიკის რეალიზაციისა და ეფექტურობის შედეგები უნდა შეაჯამოს, მათ შორის დახმარების სხვადასხვა პროგრამების”, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე კითხვას სვამს, თუ რატომ უნდა დაუჭიროს ევროკავშირმა მხარი ს მაშინ, როდესაც -მა, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარების ძირითადი ნაწილი მიაწოდა, შესაძლოა პარტიული ჩიხის გამო დაფინანსება ვერ გააგრძელოს.
“ევროპულმა საბჭომ გულწრფელი და ღია დისკუსია უნდა გამართოს უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების რეალურობაზე…
ჯერ კიდევ ვთვლით თუ არა ამ მიზნებს მიღწევადად? არის თუ არა ეს სტრატეგია მყარი შეერთებული შტატების მხრიდან ძლიერი დახმარების გარეშე? შეგვიძლია თუ არა აშშ-ის მხრიდან მუდმივი დახმარება, როგორც თავისთავად გასაგები აღვიქვათ? როგორ წარმოვიდგენთ ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურას?”, – წერს ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს