ვიქტორ ორბანი – ს ომში გამარჯვების შანსი არ აქვს

უკრაინას ს წინააღმდეგ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკურად, ფინანსურად კლავს ევროკავშირს და უბრალოდ სიგიჟეა.
„უკვე დავწვით 185 მილიარდი ევრო და ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი დავხარჯოთ. ამგვარად, ჩვენ ვაფინანსებთ ქვეყანას, რომელსაც ომის მოგების შანსი არ აქვს“, – განაცხადა ორბანმა.
მან ევროკავშირის ლიდერები უკრაინის კონფლიქტის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
„მათ ომის გაგრძელება სურთ. ფიქრობენ, რომ ჩვენ ომი უნდა გავაგრძელოთ, რათა ს უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. სიტუაცია და დრო რუსებისთვის უკეთესია, ვიდრე ჩვენთვის. ნუ გააგრძელებთ; შეწყვიტეთ ეს რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა რუსეთთან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო არხი უნდა გახსნან.
„დაე, ამერიკელებმა რუსებთან მოლაპარაკება აწარმოონ, შემდეგ ევროპელებმაც უნდა აწარმოონ რუსებთან მოლაპარაკება და შემდეგ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციის გაერთიანება“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების მექანიზმი უნდა მოიცავდეს საზღვრების სტაბილიზაციას, საერთაშორისოდ აღიარებული იქნება თუ არა ის და ნამდვილად დემილიტარიზებულ ზონას.
„თუ სასწაული არ მოხდება, ომის შემდეგაც გააგრძელებს დონეცკის ტერიტორიის ოკუპაციას. ეს არის რეალობა, მოგწონთ ეს თუ არა“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“