ვიქტორ ორბანი უკრაინას არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ელჩს იბარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებმა შეაფასეს ეს უკანასკნელი თავდასხმა უკრაინის მხრიდან და დაადგინეს, რომ მომხდარი უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით უკრაინის კოორდინირებული ზომების სერიის ნაწილია“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ელჩის უწყებაში დაბარება დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)