ვიქტორ ორბანი სი ძინპინს – ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს პეკინში შეხვდა, – ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით. უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის მოწოდებით გამოდის”, – აღნიშნა ორბანმა შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად“.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი პეკინში დღეს ჩავიდა. რამდენიმე დღის ადრე კი ის სა და რუსეთს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტებს, სა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ