ვიქტორ ორბანი – რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, თუ ყველაფერი კარგად წავა, ორი ქვეყნის ლიდერები, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ბუდაპეშტი დღეს ევროპაში ერთადერთი შესაფერისი ადგილია სა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სამშვიდობო სამიტისთვის.
„ბუდაპეშტი არსებითად ერთადერთი ადგილია ევროპაში დღეს, სადაც ასეთი შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად და ღიად დგას მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნა ორბანმა Kossuth Radio-სთან საუბარში.
მისი ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს -ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა და დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.
„პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის პროდუქტიული დიალოგის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, რაც პოტენციურად გზას გაუხსნის ორი ლიდერის ბუდაპეშტში შეხვედრას. პრეზიდენტმა გუშინ მითხრა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღის წესრიგშია. თუ ყველაფერი კარგად წავა, ისინი, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ“, – განაცხადა მან.
მისი ინფორმაციით, საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ ომი ცუდი რამ არის, მაგრამ ეს არ არის დიპლომატიური არხების დახურვის მიზეზი. დიპლომატიის გარეშე მშვიდობა არასდროს იქნება. ევროკავშირი მშვიდობის პროცესისგან განზე არ უნდა გადგეს. ამერიკის პრეზიდენტის მსგავსად, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსებს“, – აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება.