– რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? – ვითხოვთ ერების ევროპას – ვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე

რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? – ვითხოვთ ერების ევროპას – ვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ მოთხოვნების სია გამოაქვეყნა.
„რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? დაე, მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა იყოს. 1. ვითხოვთ ერების ევროპას. 2. ვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. 3. ვითხოვთ უკანონოდ ჩამორთმეული უფლებამოსილებების აღდგენას. 4. ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის. 5. კომისიიდან სოროსის აგენტების გარიცხვა და პარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა. 6. ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხვერით კავშირის ვალი. 7. ხელს ნუ შეუშლით ეროვნულ გვარდიას საზღვრის დაცვაში, აღარ მიიღოთ მიგრანტები და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ არიან. 8. კორუმპირებული დოლარები და ევროები წევრ ქვეყნებში არ უნდა შევიდეს. 9. აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი ხელახალი სწავლება. 10. დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა. 11. ჩვენ ევროპაში მშვიდობას ვითხოვთ. 12. კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი